Mozilla

მონაცემთა პრივატულობის პრინციპები

ეს ხუთი პრინციპი Mozilla-ს მანიფესტიდან მოდის და გატყობინებთ, როგორ:

  • ვქმნით ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებებს
  • ვმართავთ მომხმარებელზე შეგროვებულ მონაცემებს
  • ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან
  • ვაყალიბებთ ჩვენს საჯარო პოლიტიკას და ადვოკატურას
  1. არავითარი სიურპრიზები

    გამოიყენეთ და გააზიარეთ ინფორმაცია გამჭვირვალე და მომხმარებლისთვის სასარგებლო გზით.

  2. მართვა მომხმარებლის ხელში

    შექმენით პროდუქტები და დაიცავით საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი მონაცემების და ინტერნეტში ყოფნის მართვას სთავაზობს.

  3. შეზღუდული მონაცემები

    ვაგროვებთ, რაც გვჭირდება, ვივიწყებთ, რაც შესაძლებელია, ვშლით, როცა საჭირო აღარაა.

  4. ჭკვიანური პარამეტრები

    გააზრებული ბალანსი უსაფრთხოებას და მომხმარებლის გამოცდილებას შორის.

  5. სიღრმისეული თავდაცვა

    მრავალფენოვანი თავდაცვის მართვა და პრაქტიკა, რომელთაგანაც მრავალი საჯაროდ შემოწმებადია.