ჩვენი მისიაა ვუზრუნველყოთ ინტერნეტის საერთაშორისო საჯარო რესურსად დარჩენა, მისი გახსნილობა და ყველასთვის მისაწვდომლობა. ინტერნეტი, რომელიც მართლაც ხალხს აყენებს წინ, სადაც პიროვნებებს საკუთარი გამოცდილების გაუმჯობესება შეუძლიათ და უფლებამოსილები, უვნებლები და დამოუკიდებლები არიან.
Mozilla საერთაშორისო საზოგადოებაა ტექნოლოგების, მოაზროვნეების და მშენებლებისა, რომელბიც ერთად მუშაობენ ინტერნეტისთვის სიცოცხლის და მისაწვდომობის შესანარჩუნებლად, რათა მსოფლიოს გარშემო მონაწილეები და ინტერნეტის შემქმნელები ინფორმირებულები იყვნენ. ჩვენ გვჯერა, რომ ღია პლატფორმაზე ადამიანთა თანამშრომლობა , ინდივიდუალური ზრდის და ჩვენი კოლექტიური მომავლის აუცილებელი პირობაა.
წაიკითხეთ Mozilla-ს მანიფესტი რათა გაიგოთ მეტი ღირებულებების და პრინციპების შესახებ, რომლებიც ჩვენი მისიის სწრაფვას ხელმძღვანელობენ.
უყურეთ ზემოთ მოცემულ ვიდეოს, რათა გაიგოთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და როგორ ვხდით ინტერნეტს უკეთესს თქვენთვის.
-
შემოგვიერთდით
მოხალისეობის შანსი რამდენიმე სხვადასხვა სფეროში
-
ისტორია
საიდან მოვდივართ და როგორ მოვხვდით აქ
-
ფორუმები
თემები შეიცავს მხარდაჭერას, პროდუქტებს და ტექნოლოგიებს
-
მართვა
ჩვენი სტრუქტურა, ორგანიზაცია და უფრო ფართო Mozilla საზოგადოება